თბილისი, 10 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით ინფიცირების 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
დაავადებამ შეიწირა 71 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
დასულ დღე-ღამეში მკურნალობა დაასრულა 30-მა ადამიანმა.
დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 2519 შემთხვევა გამოვლინდა. მათი უმეტესობა - 1650 ადამიანი - კლინიკებიდან უკვე გაეწერა. ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული გართულებებით 32 ადამიანი გარდაიცვალა.
მკურნალობას აგრძელებს 837 პაციენტი. 33 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 40-ის - საშუალო სიმძიმის, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საფრთხეს არ წარმოადგენს.
აზერბაიჯანში კორონავირუსის დასადგენად სულ 193 411 ტესტი ჩატარდა.