თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მკვლელობა მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც მამაკაცმა 60 წლამდე ასაკის მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალიტები მუშაობენ.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.