Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ეზუგბაია: ბოლო ათი დღეა, ინფიცირების ახალი წყარო არ არის  და იმედია, არ გაგვიჩნდება

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით,  საქართველოში ახალი კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 297 ადამიანი

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. კორონავირუსით ინიფიცირების ახალი წყაროები არ არის და ვიმედოვნებთ, რომ არ გაგვიჩნდება, განაცხადა თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ტესტები - Sputnik საქართველო
დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი მხოლოდ 3 ადამიანს დაუდგინდა

მისი განცხადებით, ბოლო დღეებში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების ყველა წყარო ცნობილია.

„ბოლო 10 დღეა ხედავთ, რომ ყველა პაციენტი არის არსებული წყაროს კონტაქტები, ან საკარანტინო სივრცეში არსებული პირები, რომლებიც პაციენტებად გადაიქცევიან დადასტურების შემდეგ. ახალი წყარო არ არის და ვიმედოვნებთ, რომ არ გაგვიჩნდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ახალი პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში არ შეუყვანიათ. ამ ეტაპზე კლინიკაში 42 პაციენტი წევს, ერთი არის შესაძლო შემთხვევა, 41 კი - დადასტურებული.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი
„გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი და ერთი მძიმე. ორივე პაციენტთან სიმძიმის განმსაზღვრელი არის თან არსებული დაავადებები. გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ჩვენთან სამია და  ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა უკვე 85-ს მიუახლოვდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით,  საქართველოში ახალი კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 297 ადამიანი, გარდაიცვალა – 10, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 459 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან  სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0