Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გერმანიიდან სამშობლოში საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდა

© photo: Sputnik / Stringer„საქართველოს ავიახაზების“ თვითმფრინავი
„საქართველოს ავიახაზების“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დაბრუნებულ  მოქალაეებს შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები არიან

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ბერლინიდან ჩარტერული ავიარეისით საქართველოში 180-მდე მოქალაქე ჩამოვიდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი

თბილისის საერთაშირისო აეროპორტში  მგზავრები  „საქართველოს ავიახაზების“ თვითმფრინავმა ჩამოიყვანა. საქართველოში დაბრუნებულ მოქალაეებს შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები არიან. 

ავიარეისების დიდი ნაწილი, რომლებითაც საქართველოში ბრუნდებიან, ევროპის ქვეყნებზე მოდის - Sputnik საქართველო
როგორ ჩამოჰყავს საქართველოს საკუთარი მოქალაქეები სხვა ქვეყნებიდან - ფოტო

კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს უკვე მეოთხე ჩარტერული რეისია ბერლინიდან. 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ..
8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19 607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 10 115 მოქალაქე. 

„კოვიდ-19ის“ გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ამსტერდამიდან 15 მაისს შესრულდება ჩარტერული რეისი ტრანზიტული მგზავრებისათვის, რომლითაც სამშობლოს აშშ-დან დაუბრუნდება სტუდენტები, სამხედროები, ხანდაზმული პირები, ტურისტები და ა.შ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ჩაკეტა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და შეწყვიტა ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0