Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისში ექიმებმა კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს

© photo: Sputnik / Barbara Gertier / გადასვლა მედიაბანკშიწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში კორონავირუსზე მკურნალობას 209 პაციენტი აგრძელებს, დანარჩენი 111 ადამიანი საქართველოს რეგიონულ კლინიკებში მკურნალობს

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. თბილისის ოთხ კლინიკაში კორონავირუსზე მკურნალობას 209 პაციენტი აგრძელებს, მათი უმრავლესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აცხადებენ ექიმები.

ცერცვაძე: კორონავირუსის პიკი არ გამოდგა ციცაბო, აღმოჩნდა პლატოსებრი >>

ვაკის პარკში მივიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი გიორგი ტყემალაძე - Sputnik საქართველო
გამარჯვების დღე და კორონავირუსი: როგორ აღნიშნეს თბილისში 9 მაისი - ფოტო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის ქვეყანაში 626 ინფიცირებულია, გარდაიცვალა 10 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 297 პაციენტი.

დღეისათვის კოვიდინფიცირებულებს თბილისში ოთხი კლინიკა იღებს: ინფექციური საავადმყოფო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ბოჭორიშვილის კლინიკა და რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო. ოთხივე დაწესებულება ყოველდღიურად COVID-19-ის მქონე პაციენტების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აბარებს. თბილისში ასევე მოქმედებს ცხელების ცენტრი, რომლის ფუნქციას თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ასრულებს.

სიტუაცია კლინიკებში

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 41 პაციენტი მკურნალობს.

„გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი და ერთი მძიმე. ორივე პაციენტთან სიმძიმის განმსაზღვრელი არის თან არსებული დაავადებები“, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა ისაუბრა იმ წარმატებებზე, რომლებსაც კლინიკამ კორონავირუსთან ბრძოლაში მიაღწია.

„რაც დავიწყეთ კორონაინფექციასთან ბრძოლა, ჩვენმა კლინიკამ გაატარა 154 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 95 პაციენტი გვყავს გაწერილი“, - განაცხადა რატიანმა.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

მისი თქმით, დღეისათვის კლინიკაში კორონავირუსულ ინფექციაზე 58 პაციენტი მკურნალობს.

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსს 66 პაციენტი ებრძვის.

„66-დან 13 თვრამეტ წლამდე ასაკის პაციენტია. რვა პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმით განისაზღვრება. ახალი პაციენტი არ გვყავს. ამასთან, კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა“, – განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა.

რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მხოლოდ ორი პაციენტია.

„ამ ეტაპზე, ჩვენს საავადმყოფოში არის 66 პაციენტი. კოვიდინფიცირებული არის 44 პაციენტი. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას. ველოდებით ექვსი პაციენტის ტესტირების პასუხს და ამის მიხედვით გადაწყდება, ეს პაციენტები როდის დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ.

საქართველოში კორონავირუსზე სულ 320 პაციენტი მკურნალობს. დანარჩენი 111 მკურნალობას ქვეყნის რეგიონულ კლინიკებში აგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0