მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ილონ მასკმა პირველად წარმოთქვა მეექვსე ვაჟის უცნაური სახელი: ვრცელდება ვიდეო

გამოწერა
მილიარდერმა და მისმა მეუღლემ, მომღერალმა გრაიმსმა რამდენიმე დღის წინ დაბადებულ შვილს უჩვეულო სახელი დაარქვეს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. კომპანია SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა განმარტა, როგორ უნდა წარმოითქვას მისი მეექვსე ვაჟის უჩვეულო სახელი, რომელსაც დედამ, მომღერალმა გრაიმსმა (კლერ ბუშე) X Æ A-12 დაარქვა.

„ექს–ეშ–ეი–თველვ“, — ასე უპასუხა მასკმა კომიკოს ჯო როგანის შეკითხვას რადიოეთერში.

მანამდე სახელის „ავტორმა“, მილიარდერის მეუღლე გრაიმსმა შვილის სახელი შემდეგნაირად ახსნა: X — უცნობი ცვლადია, Æ — აბრევიატურა AI-ის (სიყვარული/ხელოვნური ინტელექტი) ელფიური დამწერლობა, ხოლო A მისი საყვარელი სიმღერის Archangel-ის („მთავარანგელოზი“) აღმნიშვნელია.

ილონ მასკსა და გრაიმსს ვაჟი მიმდინარე წლის 4 მაისს შეეძინათ. მომღერლისთვის ეს პირველი შვილია, მილიარდერს კი უკვე ჰყავს ხუთი შვილი პირველ მეუღლესთან ჟიუსტინ უილსონთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0