თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს მთავრობის წევრების თანდასწრებით, იუწყება "Sputnik-სომხეთი".
გავრცელებული ინფორმაციით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელმა ედმონ მარუკიანმა პროსამთავრობო კოლეგებს მოუწოდა, არ მიეყენებინათ შეურაცხყოფა ოპონენტებისთვის.
ამას მარუკიანსა და მმართველი პარტიის წარმომადგენელს სასუნ მიქაელიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
არეოლობაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა.