Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდგინდა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 288 ადამიანი, გარდაიცვალა – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 446 პაციენტია.

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

აქედან გამოჯანმრთელდა 288 ადამიანი, გარდაიცვალა – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 446 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან  სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0