ეძღვნება მამაცებსა და უდრეკებს: დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლები საქართველოში - ფოტო
ეძღვნება მამაცებსა და უდრეკებს: დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლები საქართველოში - ფოტო
Sputnik საქართველო
საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ჯერ კიდევ შემორჩენილია დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლები. ზოგან მათი დემონტაჟი მოხდა, ზოგიც განადგურდა... 08.05.2020-ს, Sputnik საქართველო
საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ჯერ კიდევ შემორჩენილია დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლები. ზოგან მათი დემონტაჟი მოხდა, ზოგიც განადგურდა. "Sputnik-საქართველოს" ფოტომასალაში იხილავთ რამდენიმე მემორიალისა და ობელისკის სურათს.
საქართველომ დიდ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საქართველოს მოსახლეობა ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზეც და მტრის ზურგშიც. ეს არის სიმამაცე, ძალა და ბოროტებაზე გამარჯვების სურვილი, რომლებიც დიდებულ გმირებისადმი მიძღვნილ ძეგლებშია შემონახული.
მარადიული ცეცხლი და უცნობი ჯარისკაცის ძეგლი ვაკის პარკში. ამ ადგილზე ყოველწლიურად აღნიშნავენ გამარჯვებას. აქ ყოველ წელს 9 მაისს მოდიან ვეტერანები, თუმცა მათი რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება
ეს არის დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი თბილისის კუკიას სასაფლაოზე. ამ სასაფლაოზე განისვენებს ათასობით ადამიანი, რომლებიც ფრონტზე მიღებული ჭრილობებით ქვეყნის საავადმყოფოებში გარდაიცვალნენ
„ყველა გვახსოვს, ყველაფერი გვახსოვს“ - კუკიას სასაფლაოს მემორიალთან ყოველ წელს მოდიან ქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა წერტილებიდან, ასევე სხვა სახელმწიფოებიდან
მნიშვნელოვნად გაფართოვდა პეტროპავლოვის სასაფლაო დიდი სამამულო ომის წლებში. მაშინ აქ წითელი არმიის რიგებში მებრძოლი გარდაცვლილების დიდი ნაწილი დაკრძალეს
ფილმის გმირი გიორგი მახარაშვილი, რომელსაც მიეძღვნა ეს ძეგლი, სწორედ ამ ქალაქის მკვიდრი იყო. ჯარისკაცების დაახლოებით 40%, რომლებიც ომიდან არ დაბრუნებულან, მახარაშვილები იყვნენ
დიდი სამამულო ომის გმირების პატივსაცემად ძეგლები აჭარაშიც დგას, სხვადასხვა სოფლებში. შემორჩენილია ობელისკები და მემორიალები ტრასებზეც. ფოტოზე კი ქედის რაიონის სოფელი ცხმორისია
დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლი ქედის რაიონის სოფელ მახუნცეთში. ამ ახალგაზრდების სახეები, სახელები, დაბადებისა და გარდაცვალების დღეები სოფლის თითოეულმა მკვიდრმა იცის
მემორიალი მდებარეობს აჭარაშიც - ეს ანატოლი კაჭარავას ძეგლია ბათუმში. 1942 წელს საბჭოთა ყინულმჭერლი „ალექსანდრ სიბირიაკოვი“ ანატოლი კაჭარავას მეთაურობით უთანასწორო ბრძოლაში ჩაერთო გერმანიის კრეისერი „ადმირალი შეერის“ წინააღმდეგ