თბილისი, 7 მაისი — Sputnik. დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო აშშ-ის კონგრესის რეზოლუციას, რომელიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას კრძალავდა.
„დღეს ვეტო დავადე რეზოლუციას S. J. Res. 68, რომელიც მავალდებულებდა უარი მეთქვა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. ეს იყო ძალიან შეურცხმყოფელი რეზოლუცია, რომელიც დემოკრატებმა შემოიტანეს [კონგრესის] 3 ნოემბრის არჩევნებში მათი ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში რესპუბლიკური პარტიის გაყოფის გზით. რამდენიმე რეპუბლიკელმა, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, მათ სასარგებლოდ ითამაშა“, — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.
აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კონგრესის რეზოლუცია „ფაქტებისა და კანონის არასწორ გაგებას“ ეფუძნება და ის ამტკიცებს, რომ ირანელი გენერლის ქასემ სულეიმანის ლიკვიდაცია „სრულად იყო ნებადართული ამერიკული კანონით“.
„რეზოლუცია მოიაზრებს, რომ სამხედრო ძალის გამოყენების თაობაზე პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება შეზღუდულია შეერთებული შტატებისა და მისი შეიარაღებული ძალების თავდაცვით გარდაუვალი თავდასხმისგან. ეს არასწორია. ჩვენ მტრულ სამყაროში ვცხოვრობთ საფრთეების გარემოცვაში და კონსტიტუცია აღიარებს, რომ პრეზიდენტს უნდა შეეძლოს ჩვენი მოწინააღმდეგის შემდგომი ნაბიჯების განჭვრეტა, სწრაფი და გადამჭრელი ზომების მიღება. აი, რა გავაკეთე!“ — განაცხადა ტრამპმა.
აღნიშნულ რეზოლუციას მარტში კონგრესმენების უმეტესობამ დაუჭირა მხარი. მანამდე, თებერვალში ის სენატმა მოიწონა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები შეადგენენ. დოკუმენტი, რომელიც სენატში დემოკრატმა ტიმ კეინმა შეიტანა, ტრამპს ავალდებულებს „შეწყვიტოს ირანის მიმართ მტრული ქმედებები“ განსაკუთრებულ განკარგულებამდე ან ომის გამოცხადებამდე, რაც კონსტიტუციით მხოლოდ კონგრესის უფლებამოსილებაა.