Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მთავრობა სარესტორნო ბიზნესს ახალი სესხების 90%-იან თანაუზრუნველყოფას ჰპირდება

© Sputnik / Alexander Imedashviliერთ-ერთი კაფე თბილისში
ერთ-ერთი კაფე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან თანაუზრუნველყოფა რესტორნებს საბრუნავი ფულის მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. მთავრობა სარესტორნო ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-იან თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას.

სათამაშოების შესაგროვებელი ყუთი „ბიბლუსში“ - Sputnik საქართველო
11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზია გაიხსნება

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

„ეს ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში არსებული საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციის დროს, ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-ის თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
თბილისში ტრანსპორტის შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები 11 მაისიდან მოიხსნება

მინისტრის თქმით, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ რესტორნებმა საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ, გაისტუმრონ ძველი ვალდებულებები, ხელფასები და მოემზადონ ახალი ვალდებულებებისთვის ახალი, უსაფრთხო წესებით.

„ტურისტული ბიზნესის საკმაოდ დიდი სეგმენტი - სარესტორნო ბიზნესი, ალბათ, ყველაზე სწრაფად აღდგება, რადგან ჩვენი კულინარიული ტრადიცია ძალიან ძლიერია და შიდა ტურიზმიც გარკვეული მოცულობით დატვირთავს ამ ობიექტებს და შემდგომ უკვე საერთაშორისო ტურიზმი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2020 წელს ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით - ასევე წლის ბოლომდე.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: მიუხედავად პანდემიისა, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება

მთავრობა დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყო. შეზღუდვები მოიხსნა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე, ამუშავდა ინტერნეტ–მაღაზიები და ღია აგრარული ბაზრები. 

შემდეგი ეტაპები, სავარაუდოდ, ორკვირიანი ინტერვალით განხორციელდება. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა.

ყველა ახალი ამბავი
0