თბილისი, 7 მაისი — Sputnik. მეცნიერებმა მარსზე მდინარეების ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომლებიც პლანეტაზე, სავარაუდოდ, 3,7 მლრდ წლის წინ მიედინებოდა, ნათქვამია კვლევაში, რომელსაც აქვეყნებს სამეცნიერო ჟურნალი Nature Communications.
Sustained fluvial deposition recorded in Mars’ Noachian stratigraphic recordhttps://t.co/KgyanU3AX8 pic.twitter.com/uH3bK64nrw
— dada (@dadababako1966) May 7, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარი დასკვნა უტრეხტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც მარსის ორბიტაზე NASA-ს მიერ კამერა HiRISE-ის დახმარებით გადაღებული ფოტოები შეისწავლეს.
„მიუხედავად იმისა, რომ მარსის ზედაპირი დღეს ძირითადად მშრალია და ცივი... არსებობს გეომორფოლოგიური მტკიცებულებები წარსულში თხევადი წყლის არსებობს შესახებ... ორბიტულმა კვლევებმა ფლუვიალური ტიპის რელიეფის ქანები (რომლებიც წყლის ნაკადებით წარმოიქმნება, — რედ.) გამოავლინა“, — ნათქვამია კვლევაში.
კერძოდ, მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს 200 მეტრი სიმაღლის კლდოვან წარმონაქმნზე, რომლის ასაკიც დაახლოებით 3,7 მლრდ წელია. აღინიშნება, რომ დანალექი ქანები დედამიწაზე არსებულს ჰგავს. მკვლევარების აზრით, ასეთი კლდე მხოლოდ მდინარეების ზემოქმედებით შეიძლებოდა წარმოქმნილიყო იმ შემთხვევაში, თუ ისინი პლანეტაზე განუწყვეტლივ იდინებდნენ მინიმუმ 100 ათასი წლის განმავლობაში.
ოკეანეში უცხოპლანეტელთა პირამიდა-ხომალდი აღმოაჩინეს: ვრცელდება ფოტო-ვიდეო თანამგზავრიდან>>
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამგვარი ახსნა ხელს შეუწყობს მათ წარსულში მარსზე არსებული კლიმატის შესწავლაში.