თბილისი, 7 მაისი — Sputnik. აშშ მზად არის შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
In my discussion with #Russian Foreign Minister Lavrov, I affirmed that we are ready to engage in arms control negotiations that advance the security of the United States and our partners. We’ll continue to push for mechanisms that are verifiable and enforceable.
— Secretary Pompeo (@SecPompeo) May 6, 2020
მისი თქმით, აღნიშნული პოზიცია მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა.
„ლავროვთან საუბრისას დავადასტურე, რომ ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ მოლაპარაკებებში შეიარაღების კონტროლის შესახებ, რაც შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების უსაფრთხოებას განამტკიცებს. ჩვენ განვაგრძობთ ვერიფიცირებადი და რეალიზებადი მექანიზმების პოპულარიზაციას“, — დაწერა პომპეომ საკუთარ Twitter-ზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი მაიკ პომპეოსა და სერგეი ლავროვს შორის ოთხშაბათს გაიმართა. მხარეებმა, შეიარაღებაზე კონტროლის გარდა, ასევე ისაუბრეს სხვა ორმხრივ საკითხებზე, მათ შორის COVID-19-ზე.