თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, თავკვერის, ველისთავის, ზემო მეტალურგიულის და რქაწითელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ომარ ხიზანიშვილის და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.