მაშველები ზვავში მოყოლილ ადამიანს ეძებენ

© photo: Roads Department / FBგაწმენდითი სამუშაოები ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე
გაწმენდითი სამუშაოები ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფშაველი-ომალოს გზაზე ზვავი გუშინ ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში, დაკარგულის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, მეორე დღეა ზვავში მოყოლილი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

გზის ამ მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია  გუშინ გავრცელდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე. ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მეორეს, ძიებას კი ხუთი ამჟამად ხუთი   სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ახორციელებს.

უწყების ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, არსებობს ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება, რაც აფერხებს სამაშველო ოპერაციას.

ადგილზე მობილიზებული არიან ჰიდროლოგები. საძიებო-სამაშველო პროცესი მათი მეთვალყურეობითა და რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს.

ზვავის ჩამოწოლის ადგილზე, დრონის საშუალებით ხდება ტერიტორიის მონიტორინგი. კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

 

ყველა ახალი ამბავი
0