თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა გადაწყვიტა, მსოფლიოში პირველმა გადაიღოს ბოევიკი კოსმოსში, რომელშიც მონაწილეობას ტომ კრუზი მიიღებს, იუწყება Deadline წყაროებზე დაყრდნობით.
Out Of This World! Tom Cruise Plots Movie To Shoot In Space With Elon Musk’s SpaceX https://t.co/ZG3sg3Gni3 pic.twitter.com/oH0nkUeCrs
— Deadline Hollywood (@DEADLINE) May 4, 2020
გამოცემის წყაროს თქმით, საუბარია არა ფრანჩიზა „შეუსრულებელი მისიის“ გაგრძელებაზე, არამედ ცალკე პროექტზე, რომელიც ამ დროისათვის დამუშავების ადრეულ ეტაპზეა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობას მიიღებს აგრეთვე აშშ-ის ფედერალური კოსმოსური უწყება NASA.
აღსანიშნავია, რომ კოსმოსში ფილმის გადაღება არ არის ილონ მასკის პირველი ექსტრავაგანტული პროექტი. 2018 წელს მან კომპანია Tesla-ს ელექტრომობილი გაუშვა კოსმოსში რაკეტა Falcon Heavy-ის სასარგებლო ტვირთის სახით. ეს იყო წითელი სპორტული მანქანა Tesla Roadster, რომლის საჭესთანაც მანეკენი იჯდა.
გარდა ამისა, დედამიწის ორბიტაზე უკვე მოძრაობს ილონ მასკის კომპანიის Starlink-ის თანამგზავრები, რომელთა რაოდენობა ამ დროისათვის 420 ერთეულს შეადგენს.