პულიტცერის პრემია ანტირუსული მასალებისთვის: რუსეთი გმობს გადაწყვეტილებას

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთისა და აშშ-ს დროშები
რუსეთისა და აშშ-ს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის საელჩოში მიაჩნიათ, რომ პრემიის საორგანიზაციო კომიტეტმა ანტირუსული მასალები გამოარჩია.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. აშშ-ში რუსეთის საელჩო გმობს გამოცემა New York Times-სთვის პულიტცერის პრემიის მინიჭებას ანტირუსული მასალებისთვის, ნათქვამია საელჩოს განცხადებაში ფეისბუქ–გვერდზე. 

პულიტცერის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტმა New York Times-ს ჯილდო გადასცა „დიდი რისკით დაწერილი საინტერესო ისტორიების სერიისთვის მტაცებლური ქმედებების შესახებ“, რასაც რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

„პრემიის საორგანიზაციო კომიტეტი დიდ პასუხისმგებლობას იღებს, როცა ამგვარად გამოარჩევს ანტირუსულ მასალებს და ამტკიცებს იმას, რაც არაერთხელ იყო უარყოფილი არა მარტო რუსეთის ოფიციალური პირების, არამედ თავად ცხოვრების მიერაც. როგორც ირწმუნებიან, თუ ამაში მართლაც არის „დიდი რისკი“, ეს მხოლოდ რეპუტაციისთვის“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამერიკული გამოცემის სტატიების სერიას რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში „რუსოფობიური აზროვნების გაუზავებელი ნაკრები“ უწოდეს, რომელიც „ცრუ ფაქტების შეთხზვის სახელმძღვანელოდ შეიძლება გამოდგეს“. 

როგორც საელჩოში აღნიშნეს, სამი წლის წინ NYT-მა უკვე მიიღო ჯილდო რუსეთის დემონიზაციისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0