Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასეთი დაბადების დღე გადაუხადა ნინო ჩხეიძემ შვილს კარანტინში - ფოტოები

© Facebook / Nino Chkheidzeნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ჩხეიძემ ერთადერთი ქალიშვილი კარანტინის პირობებშიც არ დატოვა უყურადღებოდ და დაბადების დღე გადაუხადა. მომღერალი ფოტოებს აქვეყნებს.

მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა, გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს. ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი შეიცნოს. რამდენიმე წელია ასე გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებში ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.

View this post on Instagram

A post shared by NINO CHKHEIDZE (@ninochkheidze_official) on

წლების მანძილზე ნინო ჩხეიძე შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ აქტუალურ და პოპულარულ მომღერლად ითვლება. არტისტის რეპერტუარიდან ერთი სიმღერა მაინც მთელმა ქალაქმა ზეპირად იცის. ცნობილია, რომ ნინო და მისი მეუღლე დროებით ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქართული ესტრადის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი გასტროლებით სხვადასხვა ქვეყანას ხშირად სტუმრობს. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, ნინო ჩხეიძე კორპორატიულ საღამოებს ამშვენებს. მისი ხმის ტემბრი და დამახასიათებელი ჟღერადობის მუსიკა ბევრ ადამიანს მოსწონს. ამიტომ ნინო ისრაელს, უკრაინას, საბერძნეთსა და ყაზახეთს ხშირად სტუმრობს. სავარაუდოდ, სრულწლოვანი მარიამი დედას ბიზნესის საკითხებში ეხმარება, მანამ, სანამ მამა ქვეყანაში არ იმყოფება. ცოტა ხნის წინ ნინომ კარანტინში შვილს დაბადების დღე მიულოცა და ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

A post shared by NINO CHKHEIDZE (@ninochkheidze_official) on

ნინოს და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს უმშვენიერესი ქალიშვილი მარიამი 2002 წელს შეეძინათ, მაშინ, როდესაც მომავალი მომღერალი ჯერ კიდევ ტელე-ჟურნალისტიკის სპეციალობით სწავლობდა. ახლა დედა-შვილი მამას ერთად სტუმრობენ. აშკარაა, რომ ნინო და მარიამი ძალიან მეგობრობენ. გარდა ამისა, მათ ქმრისა და მამის მონატრება აკავშირებთ.

ყველა ახალი ამბავი
0