Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„ბედნიერი ჰიპოქსია“ - აღმოჩენილია კორონავირუსის გამაოგნებელი თვისება

© photo: Sputnik / Pavel Kononov / გადასვლა მედიაბანკშიტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მოუწოდებენ ექიმებს, თავი აარიდონ მკურნალობის აგრესიულ მეთოდებს, თუ საამისოდ სერიოზული საფუძველი არ აქვთ.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულ ზოგ პაციენტს „ბედნიერი ჰიპოქსია“ გამოუვლინდა — მდგომარეობა, როდესაც პაციენტი თავს კარგად გრძნობს, მიუხედავად ორგანიზმში მიმდინარე კატასტროფული პროცესებისა, წერს Sciencemag-ი. 

„მონიტორზე დანახულსა და პაციენტის მდგომარეობას შორის ძალიან დიდი განსხვავება დავაფიქსირეთ“, — აცხადებს ნიუ-იორკელი ექიმი რუბენ სტრეიერი.

მედიკოსი გამოტყდა, რომ COVID-19-ის ამ, აქამდე უცნობმა თვისებამ ექიმები შოკში ჩააგდო. 

კორონავირუსი მიკროსკოპში - Sputnik საქართველო
მნიშვნელოვანი გარღვევა: შექმნილია კორონავირუსის მანათობელი კლონი

როგორც პულმონოლოგი ალნადა მარსია ნეგრი აღნიშნავს, ჯანმრთელ ადამიანებში სატურაცია, ანუ სისხლის ჟანგბადით გაჯერება 95%-ზე დაბალი არ არის. ამავე დროს კი კორონავირუსით ინფიცირებული ზოგი პაციენტი, რომლებსაც სატურაციის მაჩვენებელი 80, 70 ან 50 პროცენტიც კი აქვს, შეიძლება ჯანმრთელად გამოიყურებოდეს.  

მეცნიერების აზრით, ამ უჩვეულო მდგომარეობის მიზეზი შესაძლოა იყოს ფილტვებში სისხლის შენადედები. ირკვევა, რომ ეს შენადედები წამოქმნის იმგვარ ცილებს, რომლებიც სისხლს ჟანგბადით საკმარისად გაჯერებაში უშლის ხელს.

სპეციალისტები, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მოუწოდებენ ექიმებს, თავი აარიდონ მკურნალობის აგრესიულ მეთოდებს, თუ საამისოდ სერიოზული საფუძველი არ აქვთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0