თბილისი, 4 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
გარდა ამისა, გარდაიცვალა 51 წლის პაციენტი ქრონიკული გულის უკმარისობით, გულის იშემიური დაავადებითა და შაქრიანი დიაბეტით.
დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების 1984 ფაქტია გამოვლენილი. აქედან 1480 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 26 გარდაიცვალა, 478 განაგრძობს საგანგებო რეჟიმის კლინიკებში მკურნალობას.
18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 29-ის - საშუალო სიმძიმის, დანარჩენების - სტაბილური.