Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი სომხეთში ერთ დღე-ღამეში 113 ადამიანს დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმედპერსონალი სომხეთში
მედპერსონალი სომხეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19 დაამარცხა 1035-მა ადამიანმა. მკურნალობას 1312 ადამიანი გადის. ქვეყანაში სულ ჩატარებულია 24177 ტესტი

თბილისი, 3 მაისი – Sputnk. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 2386-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

შედარებისთვის, 2 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენდა 2273 ადამიანს. ამგვარად, ზრდამ 113 ადამიანი შეადგინა.

ექიმები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 221 ადამიანი

გარდაცვლილია 35 ადამიანი, შაბათს ვრცელდებოდა ინფორმაცია 33 გარდაცვლილის შესახებ.

COVID-19 1035-მა ადამიანმა დაამარცხა. მკურნალობის კურსს 1312 ადამიანი გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 24177 ტესტი ჩატარდა.

სომხეთის ხელისუფლებამ 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო. ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია. მოქალაქეების და მანქანების გადაადგილების კონტროლის მიზნით მოწყობილია გამშვები პუნქტები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. სამსახურში წასვლისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა. საჯარო უწყების შემთხვევაში ასეთ ცნობას ცვლის სამსახურებრივი მოწმობა.

ყველა ახალი ამბავი
0