თბილისი, 3 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 30 ადამიანი, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1932 ფაქტი დადასტურდა. აქედან 1441 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 ადამიანი გარდაიცვალა, 466 პირი მკურნალობას განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში აგრძელებს.
19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 26-ის - საშუალო სიმძიმის, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.
მთლიანობაში ქვეყანაში კორონავირუსზე 157 932 ტესტი ჩატარდა.