თბილისი, 3 მაისი – Sputnk. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში სამშაბათს, 5 მაისს ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
მზე 05:51 საათზე ამოვა და 20:03 საათზე ჩავა.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 14 გრადუსი, დღისით კი მაქსიმალური პლუს 22 გრადუსია ნავარაუდევი.
ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრი იქნება.