ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე  ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
ავარია ქუთაისში: ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, გზაზე გადასვლისას მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც ცნობილია, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0