Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პლუს 125: ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 2273-მდე გაიზარდა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსასწრაფო დახმარების ბრიგადა სომხეთში
სასწრაფო დახმარების ბრიგადა სომხეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის სტატისტიკა წარმოადგინა

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 2273-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

სომხეთი საქართველოს მოქალაქეებისათვის სამშობლოში დასაბრუნებლად სამი დღით დერეფანს ხსნის >>

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 125-ით გაიზარდა. გარდაცვლილია 33 ადამიანი.

რუსეთის მოქალაქეების სომხეთიდან სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნება
 - Sputnik საქართველო
რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი სომხეთიდან სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდა

COVID-19 1010-მა ადამიანმა დაამარცხა. მკურნალობის კურსს 1227 ადამიანი გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 23 142 ტესტი ჩატარდა.

სომხეთის ხელისუფლებამ 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო. ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია. მოქალაქეების და მანქანების გადაადგილების კონტროლის მიზნით მოწყობილია გამშვები პუნქტები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. სამსახურში წასვლისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა. საჯარო უწყების შემთხვევაში ასეთ ცნობას ცვლის სამსახურებრივი მოწმობა.

ყველა ახალი ამბავი
0