თბილისის ქუჩები და კორონავირუსი: როგორ შეიცვალა ქალაქი - ფოტო
თბილისის ქუჩები და კორონავირუსი: როგორ შეიცვალა ქალაქი - ფოტო
Sputnik საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უკვე დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, დედაქალაქში მრავლად არიან ველოსიპედისტები. იხილეთ Sputnik-საქართველოს... 02.05.2020-ს, Sputnik საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უკვე დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, დედაქალაქში მრავლად არიან ველოსიპედისტები. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, რა შეცვალა კორონავირუსთან ბრძოლის გამო მიღებულმა ზომებმა
თბილისის ქუჩებში საკმაოდ ბევრი მანქანაა, თუმცა ველოსიპედისტების რაოდენობაც არანაკლებია. ქუჩებში ხშირად იხილავთ გაჩერებულ ველოსიპედებს. თბილისის მერიამ ახალი მომსახურება აამოქმედა - ახლა შესაძლებელია ელექტროსკუტერის ქირაობა, მაგრამ ზოგიერთი მომხმარებლის აზრით, ამ სერვისისათვის არსებული საფასური საკმაოდ მაღალია.
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისსა და ბათუმში აქტიურად განვითარდება ელექტროსკუტერების გაქირავების სერვისი - მათით სარგებლობა ახლა საათობრივი გადახდით იქნება შესაძლებელი
ქალაქის მცხოვრებთაგან ზოგიერთი ქუჩაში ძაღლების საკვებს ტოვებს. ასე ცდილობენ ადამიანები კრიზისის დროს მიტოვებულ ცხოველებზე ზრუნვას. ეს ფოტო გადაღებულია კოტე აფხაზის ქუჩაზე
ორბელიანის ცარიელი მოედანი. აქ ახალი ტურისტული ცენტრი მოეწყო, გაიხსნა ბევრი ახალი დაწესებულება, თუმცა ახლა აქ ხალხი არ დადის, რესტორნები და კაფეები დაკეტილია
ვახტანგ გორგასლის ძეგლი, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს მეტეხის ეკლესიის ეზოდან. ის თითქოს მოგვმართავს, რომ ქალაქმა, ხანგრძილი ისტორიის განმავლობაში, უამრავ გამოცდას გაუძლო, და ის ამჯერადაც შეძლებს პრობლემასთან გამკლავებას