ზურაბ ყიფშიძე: სოფელში ჩემზე ამბობდნენ, რომ მე ეროსი მანჯგალაძის შვილი ვარ

© courtesy of Zura Kipshidzeზურა ყიფშიძე
ზურა ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ ყიფშიძე იხსენებს დედას - ლენა ყიფშიძეს, მასთან ურთიერთობას, იმ ამბავს, როდესაც ბავშვობაში დედას თხოვდა გაემხილა ვინ იყო მისი ბიოლოგიური მამა.

 

ზურაბ ყიფშიძე: სოფელში ჩემზე ამბობდნენ, რომ მე ეროსი მანჯგალაძის შვილი ვარ
 „დედა სასაცილომდე გულუბრყვილო ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არასერიოზული როლები ჰქონდა მათ ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა. ძალიან ბევრს შრომოდა. თეატრი ადგილია, სადაც სულის სტრიპტიზი ხდება, საჯარო გუწრფელობა ძნელია. მე მახსოვს როცა ფილმში „მაია წყნეთელი“ დედა ვნახე, როგორ გავვოცდი, რადგან მას იქ ორი ხმლით ფარიკაობის სცენა ჰქონდა. ერთხელ ეზოში მითხრეს, რომ დედას სტუმრები ჰყავდა. თურმე სტუმრები კი რა, მამაკაცის როლს ასრულებდა და სახლში რეპეტიციას გადიოდა. მეზობლებს კი ეგონათ, რომ ლენას „ჩაავლეს“ და მამაკაცი ჰყავდა სტუმრად“- ამბობს ზურაბ ყიფშიძე სატელევიზიო გადაცემაში.

 ზურაბ ყიფშიძე ამბობს: „ჩვეულებრივი დედა იყო და იმას განიცდიდა, რომ ჩემთან ცოტა დროს ატარებდა. სულ მაინტერესებდა მამაჩემი ვინ იყო და როცა შევაწუხე უკვე ამ კითხვით, ასე მითხრა: აბა, გაიხსენე თეატრში ყველაზე მეტად ვინ გეფერებაო.  ავთანდილ ვერულეიშვილს არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავდა, დედას მასთან ხელი არ ჰქონდა მოწერილი. მე უფროსი ძმაც მყავდა და მასაც ზურა ერქვა. ბოლოს ძმასთანაც დავძმაკაცდი და მასთანაც“.

ყველა ახალი ამბავი
0