IFLA: თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკა სხვა ქვეყნებს სანიმუშო მაგალითს აძლევს

© National Library of Georgiaეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საბიბლიოთეკო ფედერაციის ყურადღების ცენტრში მოექცა და მისი ქება დაიმსახურა.

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საბიბლიოთეკო გაერთიანებების საერთაშორისო ფედერაციამ (IFLA) მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აქტიურ საქმიანობას და მის სამუშაო ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიაციებთან სხვა ქვეყნების ბიბლიოთეკებისთვის სანიმუშო უწოდა.

ამის შესახებ თავის ოიციალურ Facebook-გვერდზე ბიბლიოთეკის დირექტორმა, ცნობილმა მწერალმა, პედაგოგმა, პოეტმა და ტელეწამყვანმა გიორგი კეკელიძემ დაწერა.

„ძალიან ამაყები ვართ: მსოფლიოს უმთავრესი საბიბლიოთეკო ფედერაცია ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას სანიმუშოდ აფასებს და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, ჩვენგან მაგალითი აიღონ!“ – დაწერა კეკელიძემ.

საბიბლიოთეკო გაერთიანებების საერთაშორისო ფედერაცია (International Federation of Library Associations and Institutions) საბიბლიოთეკო და საინფორმაციო სამსახურებისა და მათი მომხმარებლის ინტერესებს წარმოადგენს.

საქართველო - Sputnik საქართველო
„გაგვაცანი საქართველო“ - გიორგი კეკელიძე საზოგადოებას ახალ კონკურსს სთავაზობს

ფედერაციის პროფესიული საქმიანობა შვიდ – ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, რუსულ, ფრანგულ, ჩინურ და არაბულ ენაზე წარმოებს. IFLA 140 ქვეყანაში დაახლოებით 1350 წევრს ითვლის.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება აჩვენა.

ბიბლიოთეკაში, პარტნიორებისა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების მხარდაჭერით, არაერთი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტი მოქმედებს, მათ შორის - სამკითხველო დარბაზები, უცხო ენების კურსები და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0