Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 566-მდე გაიზარდა

© REUTERS / CIRO DE LUCAექიმები
ექიმები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 184 ადამიანი, გარდაიცვალა – 6, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5243, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 550 პაციენტია.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 566-მდე გაიზარდა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

აქედან გამოჯანმრთელდა 184 ადამიანი, გარდაიცვალა – 6, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5243, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 550 პაციენტია.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0