ლევან რატიანი: დღეს ოთხ პაციენტს ვწერთ

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ოთხი პაციენტი დატოვებს, განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანი: კოვიდინფექციის გარეშე დღეს ოთხ პაციენტს ვწერთ
„დღეს კოვიდ-ინფექციის გარეშე ვწერთ ოთხ პაციენტს. პროტოკოლის გათვალისწინებით, ოთხი უარყოფითი პასუხი მოვიდა და რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. ჩვენი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი წევს. აქედან სამი არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, ხუთის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 99 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 81 კოვიდ-ინფიცირებულია.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცრების სულ 566 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 184, გარდაიცვალა - 6. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 548 პაციენტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0