Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 56 სამედიცინო დაწესებულება გამოეთიშება

© Sputnik / STRINGERპაციენტები და ექიმები კლინიკის დერეფანში
პაციენტები და ექიმები კლინიკის დერეფანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ 7000-ზე მეტ პირს ემსახურებიან, ფუნქციონირებას გააგრძელებენ.

თბილისი, 30 აპრილი  — Sputnik. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 56 სამედიცინო დაწესებულება გამოეთიშება, იქ მომუშავე ოჯახის ექიმები და ექთნები კი დიდ კლინიკებში გადანაწილდებიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამ  საკითხთან დაკავშირებით დღეს პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

„სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს 56 სამედიცინო დაწესებულება. ისინი გააგრძელებენ სხვა პროგრამების ფარგლებში ან კერძო დაფინანსებით სერვისების მიწოდებას. ისინი ემსახურებოდნენ მოსახლეობის მცირე რაოდენობას – 200, 300, 1 000, 1 500 ადამიანს, იყვნენ გაფანტული. ჯამურად 56 დაწესებულებასთან მიმაგრებული იყო 90 000 ადამიანი. ისინი პირველ ეტაპზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით სხვა მოქმედ დაწესებულებებს მიემაგრებიან. შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის უფლება და ისინი არჩევანს გააკეთებენ იმ დაწესებულებებს შორის, რომლებიც განაგრძობენ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
COVID-19: საქართველოში საავადმყოფოების მობილიზაციისთვის ემზადებიან

რაც შეეხება დასაქმების საკითხს, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ სისტემაში დღეს ოჯახის ექიმებისა და ექთნების დეფიციტი უფრო მწვავე პრობლემაა, ვიდრე ექიმებისა და ექთნების სიჭარბე.

„იქ დასაქმებული ოჯახის ექიმებისთვის, რომელთა დიდი ნაწილისთვის ეს იყო მეორადი სამსახური, მათი ძირითადი სამსახური იყო ძირითად დიდ ცენტრებში, ყოველთვის მოიძებნება ადგილი ძირითად დაწესებულებებში, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობას გააგრძელებს. ამ დაწესებულებებში არის ნამდვილად საჭიროება, რომ სამედიცინო პერსონალი რაოდენობრივად გაიზარდოს. თითოეული აღნიშნული დაწესებულება მზად არის და სამინისტრო, თავის მხრივ, აუცილებლად ხელს შეუწყობს სამედიცინო პერსონალის მობილიზებას, რაც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „კოვიდის“ მიზნებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ის სამედიცინო დაწესებულებები კი, რომლებიც ემსახურებიან 7000-ზე მეტ ბენეფიციარს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ჩვეულებრივ გააგრძელებენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 539–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 184, გარდაიცვალა 6. კარანტინში იმყოფება 5256 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 548.

 

ყველა ახალი ამბავი
0