თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწესებულმა შეზღუდვებმა ხელი შეუწყო ეკოლოგიის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას და მარტო ბოლო თვის განმავლობაში ევროპაში დახლოებით 11 ათასი ადამიანის სიკვდილი აღკვეთა, ნათქვამია ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევების ცენტრის (CREA) საიტზე გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
11,000 air pollution-related deaths avoided in Europe as coal, oil consumption plummethttps://t.co/tkZwGuBjCp pic.twitter.com/VNawIBPVXE
— dada (@dadababako1966) April 30, 2020
დოკუმენტის თანახმად, ანტიკორონავირუსული ზომების წყალობით, ნახშირზე ელექტროენერგიის წარმოება 37%-ით შემცირდა, ხოლო ნავთობპროდუქტების მოხმარების დონე მესამედით დაეცა. შედეგად. აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ჰაერში 40%-ით, ხოლო მყარი ნაწილაკების შემცველობა 10%-ით შემცირდა.
„ამან ხელი შეუწყო 11 ათასი სიკვდილის აღკვეთას ჰაერის დაბინძურების გამო“, — ნათქვამია კვლევაში.
მოხსენებიდან ირკვევა, რომ დაბინძურებული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზემოქმედება ყველაზე მეტად თავიდან აიცილეს გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, პოლონეთმა და პორტუგალიამ.
გარდა ამისა, ბავშვთა შორის ასთმით დაავადების შემთხვევების რაოდენობა ევროპაში ექვსი ათასით შემცირდა ერთ თვეში, ხოლო შეტევების გამო სასწრაფო დახმარების გამოძახებების რაოდენობამ 1 900–ით იკლო. ამასთან, დაახლოებით 600 ერთეულით იკლო ნაადრევი მშობირობების რიცხვმაც.
კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებლები პირდაპირ კავშირშია ეკოლოგიის გაუმჯობესებასთან.