Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჰამლეტის ქნარი “ - გია ჯაჯანიძემ პოეზიის ვირტუალური საღამო მოაწყო

© Facebook / Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძე
გია ჯაჯანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სხვა რაკურსმა“ გია ჯაჯანიძესთან ერთად სოციალურ ქსელში გადმოინაცვლა. ტელეწამყვანმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე „ფოლოვერებს“ პოეზიის საღამო მოუწყო. ნახეთ გია ჯაჯანიძის ახალი გატაცება.

ტელევიზიის ეკრანიდან გაჯეტების ეკრანამდე სულ ერთი ნაბიჯია. კორონავირუსის გამო უამრავი გაწერილი გადაცემა გადაიდო. გია ჯაჯანიძემ გადაწყვიტა, „ფოლოვერებს“ მოწყენის საშუალება არ მისცეს - ლექსი ჩაწერა და საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ამჯერად მან არჩევანი გენიალურ გალაკტიონ ტაბიძეზე შეაჩერა. „ჰამლეტის ქნარი“ - ამ სახელწოდების ლექსი ტელესახემ Instagram-ის მეგობრებს მიუძღვნა. რომანტიკული კლასიკური მუსიკის აკომპანირებით გია ჯაჯანიძისეული კითხვის მანერა მოგხიბლავთ.

View this post on Instagram

ჰამლეტის ქნარი გალაკტიონ ტაბიძე .

A post shared by Giorgi Jajanidze (@jajanidze.g) on

გია (გიორგი) ჯაჯანიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა ქართულ ტელესივრცეში. მსახიობობით დაწყებული კარიერა მყარი არ გამოდგა და ჯაჯანიძემ ბედ-იღბალი ტელევიზიაში სცადა, და საკმაოდ წარმატებითაც. მისი თქმით, რთული ცხოვრება ჰქონდა. სტუდენტობის პერიოდში ხშირად საჭმლის ფულიც კი ენატრებოდა... თუმცა, ამჟამად უზრუნველყოფილი ცხოვრება აქვს და ახლა გია ჯაჯანიძე ამერიკასა და ევროპაში ყოველ შვებულებაზე უპრობლემოდ მიემგზავრება.

უკვე რამდენიმე კვირაა გია ჯაჯანიძეს ახალი გადაცემის სცენარი არ დაუწერია და სტუმრები არ მოუწვევია. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს და ყველაფერი პარალიზებულია. მათ შორის თოქ-შოუების ჩაწერაც. ამიტომ გია ჯაჯანიძემ ალტერნატიულ ხერხს მიმართა და თაყვანისმცემლების წინაშე ლექსით წარდგა.

View this post on Instagram

ახალგაზრდებისთვის ამის ცოდნა ყველაზე დიდი განძია. გახსოვდეთ, არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ სიბერე ელის ყველას. არასოდეს შეეჯიბრო ხანდაზმულ ადამიანს, ის გამოცდილებით არის შეიარაღებული და აუცილებლად დაგამარცხებს. ხანდაზმულ ადამიანს ძლიერი შუქი აქვს, მას შეუძლია გაგინათოს გზა. ხანდაზმულ ადამიანს გამჭრიახე გონება აქვს, მას შეუძლია გაგიკაფოს გზა. როცა ხანდაზმულ ადამიანს უყურებ, მასში დაინახე საკუთარი თავი და პატივი მიაგე მას. სიბერე ძლიერია მაშინ, თუ საფუძველი ახალგაზრდობაში აქვს ჩაყრილი, გვასწავლის ციცერონ მარკ ტულიუსი. ,,ბებერი შლეგი, ჭაბუკ შლეგზე უფრო დიდი შლეგია'' ,,სიბერის ნაოჭები უნდა წარმოადგენდეს იმ ადგილებს, სადაც ადრე კეთილი ღიმილი იმყოფებოდა'' მოხუცი: დააკვირდი, შეიყვარე, ისწავლე, მოუსმინე, გაუგე და დაეხმარე მას. ადამიანს, ვისაც მოხუცი არ უყვარდა, მას სასტიკი სიბერე ელოდება. ჩვენ ყველანი მოვედით და მივდივართ, ზოგი ადრე, ზოგი გვიან. დრო ცოტაა, მოასწარით ისწავლოთ და შეიგრძნოთ სიცოცხლის სიყვარული. არ თქვათ რომ სიბერე არ გინდათ, სიბერე ბედნიერებაა, ის გზაა მარადისობისკენ, ის თქვენ გეკუთვნით, ის თქვენი ხვედრია. ყველას ტკბილად დაბერებას გისურვებთ. გიორგი ჯაჯანიძე.

A post shared by Giorgi Jajanidze (@jajanidze.g) on

საზოგადოება მიჩვეულია, რომ ვარსკვლავები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას. ჰოლივუდელთა მხარდამხარ, არც ქართულ შოუ-ბიზნესს აკლია გამომწვევი ჩაცმულობა, პერფორმანსები თუ განსახილველი თემები. გია ჯაჯანიძეც მათ რიცხვს განეკუთვნება.

ყველა ახალი ამბავი
0