მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არიან თუ არა ინფიცირებული ბავშვები გადამდებები: ექსპერტი განმარტავს

© AFP 2024 / Greg Bakerბავშვები პეკინის ქუჩაში
ბავშვები პეკინის ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი აცხადებს, რომ ბავშვები ნამდვილად ავადდებიან COVID-19-ით და ამიტომ მტკიცება იმისა, რომ უფროსები მათგან გარანტირებულად არ ინფიცირდებიან, არასწორია.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ბავშვები ინფიცირდებიან ახალი კორონავირუსით და ავადდებიან COVID-19-ით, მაგრამ ამ დროისათვის უცნობია, რამდენად შეიძლება იყვნენ ისინი გადამდებნი სხვებისთვის, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ადამ ფინმა ონლაინ-ბრიფინგზე. 

კაიროელი ბავშვები სამედიცინო ნიღბებით - Sputnik საქართველო
ბავშვებში უცნობი სინდრომის შემთხვევები მატულობს - მსოფლიო მასმედია ფოტოებს აქვეყნებს

„ამ დროისათვის ვიცით, რომ, მცირე გამონაკლისებით, ბავშვები უმნიშვნელო ფორმით ინფიცირდებიან. მაგრამ ცუდადაა ცნობილი, შეიძლება თუ არა იყვნენ ისინი გადამდებნი სხვა ბავშვებისთვის ან საკუთარი ოჯახის წევრებისთვის“, — აღნიშნა ექსპერტმა.

ადამ ფინის თქმით, ნიდერლანდებიდან და ავსტრალიიდან მიღებული მონაცემები, რომელთა თანახმადაც ბავშვები უფრო იშვიათად ინფიცირდებიან, ვიდრე ზრდასრულები, წინასწარია და დამაჯერებლობას მოკლებული.

ექსპერტი აცხადებს, რომ ბავშვები ნამდვილად ავადდებიან COVID-19-ით და ამიტომ მტკიცება იმისა, რომ უფროსები მათგან გარანტირებულად არ ინფიცირდებიან, არასწორია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბავშვთა შორის თავი იჩინა კავასაკის სინდრომის მსგავსმა დაავადებამ. ექიმები ჯერჯერობით ზუსტად ვერ ამბობენ, არსებობს თუ არა კავშირი კორონავირუსსა და ახალ სინდრომს შორის.

 

ყველა ახალი ამბავი
0