პრეზიდენტი: თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ

© photo : Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა – დღეს ქართული არმია დაარსებიდან 29-ე წლისთავს აღნიშნავს.

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
„ჯარი უხილავი მტრის წინააღმდეგ“ – თავდაცვის ძალებისადმი მიძღვნილი ვირტუალური გამოფენა

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ ამ დღიდან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის ისტორიის ათვლა.

„29 წელია თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ. თქვენთან ერთად გაიზარდა და შედგა ეს სახელმწიფო.  თქვენ ასახელეთ საქართველო საერთაშორისო მისიებში. ამას ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს. თქვენ ხართ სახელმწიფოს სახე და სიამაყე, ამისათვის დიდ მადლობას გიხდით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა,  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გმირთა მოედანზე დაღუპულ ქართველ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ქართული ჯარის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ვირტუალური გამოფენა „ჯარისკაცი უხილავი მტრის წინააღმდეგ“ მოამზადა.

ფოტოგამოფენა ასახავს ქართული ჯარის წვლილს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში.

საქართველოს თავდაცვის ძალები სხვა უწყებებთან თანამშრომლობით პირველივე დღიდან მონაწილეობს პანდემიის გავრცელების საფრთხის შემცირებისკენ მიმართულ ძირითად ღონისძიებებში და ამ პერიოდში საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თავდაცვის ძალები კარანტინის პირობებს მთელ ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0