Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ათმა პაციენტმა დაამარცხა

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიექიმები
ექიმები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 517-ს მიაღწია, კარანტინში იმყოფება 5153 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 549 პაციენტია.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10 პაციენტით - 178-მდე გაიზარდა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 517-ს მიაღწია, კარანტინში იმყოფება 5153 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 549 პაციენტია.

კორონავირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო გარდაცვლილს - 83 წლის მამაკაცს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე

ყველა ახალი ამბავი
0