საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ბრალი წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის  გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დაკავებულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თიკა მახალდიანი - Sputnik საქართველო
„ჩემი სილამაზე აღარ მყავს... მომიკლეს!“ - თიკა მახალდიანის პირველი კომენტარი

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამ დროს მან ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გაისროლა.

სამართალდამცველებმა დავით ცინარიძე შემთხვევის ადგილზე დააკავეს. 

ბრალდების მხარემ 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მიმდინარე წლის 30 აპრილს იმსჯელებს.

დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს დაითხოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0