Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

© REUTERS / CHRISTIAN HARTMANNტესტი კორონავირუისზე
ტესტი კორონავირუისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის შესახებ, რომ ექთანი COVID-19-ით დაინფიცირდა, ცნობილი გახდა ჰოსპიტლის თანამშრომლების გეგმიური PCR ტესტირებისას. საბედნიეროდ, მას კოლეგებთან კონტაქტი სათანადო ეკიპირების გარეშე არ ჰქონია

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. გორის სმხედრო ჰოსპიტალმა დაადასტურა ინფორმაცია ერთ-ერთი თანამშრომლის, კერძოდ კი უმცროსი ექთნის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ.

რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ჟურნალისტების ტესტირება დაიწყო

 „გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-19. ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი რ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია“, - აცხადებენ ჰოსპიტალში.

ასევე აღნიშნულია, რომ ჰოსპიტლის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 517-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 178, კარანტინში იმყოფება 5153 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 549 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0