Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ლანჩხუთის აგრარული ბაზარი გაიხსნა

© Sputnik / Alexander Imedashviliბაზრის დახლები
ბაზრის დახლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ყველა აგრარული ბაზარი მიმდინარე თვის დასაწყისში დროებით დაიკეტა

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. ლანჩხუთის აგრარული ბაზარი დღეს გაიხსნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ყველა აგრარული ბაზარი მიმდინარე თვის დასაწყისში დროებით დაიკეტა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში კი, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ. თუმცა, მათი ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

დახლები ბაზარში - Sputnik საქართველო
თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან სამ საათში დააჯარიმეს

ლანჩხუთის ბაზარში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეთა თერმოსკრინინგი. ასევე,  ბაზრის ადმინისტრაცია მომხმარებლებს მოუწოდებდა, დაეცვათ სოციალური დისტანცია.

აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

„სისტემატურად კონტროლდება ის რეკომენდაციები, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. ბაზარში მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას, ტარდება თერმოსკრინინგი. მერიის შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად შეამოწმებენ აღნიშნულ პროცესსა და ბაზრის მუშაობას“, – განაცხადა ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

მარტოხელა მოხუცები დახმარების გარეშე არ დარჩებიან – თბილისის მერია აქციას აგრძელებს >>

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამიჯნული უნდა იყოს ბაზრის შესასვლელ–გამოსასვლელი. ტერიტორიაზე არ უნდა დაიშვებოდნენ 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები. ყველა ავტომობილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ხილისა და ბოსტნეული გაყიდვა უნდა ხდებოდეს დღეების მონაცვლეობით. მყიდველთა შორის უნდა მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე და ა.შ.

 

ყველა ახალი ამბავი
0