მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კორონავირუსისგან თავისუფალი: რომელ სახელმწიფოებში არ გავრცელებულა ეპიდემია

© Sputnik / Alexander Imedashviliნიღაბი ასფალტზე
ნიღაბი ასფალტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში არსებობს რამდენიმე სახელმწიფო, რომლებშიც კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად არ გამოვლენილა.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მსოფლიოში სულ რამდენიმე სახელმწიფო დარჩა ისეთი, რომლებშიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ეს ძირითადად აფრიკისა და ოკეანიის კუნძულოვანი სახელმწიფოებია: იემენი, კონგო, ლესოტო, კომორის კუნძულები, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ, სამოა, კირიბატი, მიკრონეზია, ტონგა, მარშალის კუნძულები, პალაუ, ტუვალუ და ნაურუ. 

პოლიციის ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
მსოფლიო შუაღამიდან დილამდე: თურქმენეთმა სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება აკრძალა

გარდა ამისა, COVID-19-ის შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი და ტაჯიკეთი.

აღსანიშნავია, რომ თურქმენეთის ხელისუფლებამ კატეგორიულად აკრძალა თვით სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება, ხოლო პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მოსახლეობას მოუწოდა, ვირუსებს მცენარე მარიამსაკმელას კვამლით ებრძოლონ.

საერთაშორისო დამკვირვებლები, მაგალითად, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ეჭვით ეკიდებიან ამგვარი მეთოდების ეფექტურობას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თურქმენეთი პანდემიით შეპყრობილი ირანის მეზობლად მდებარეობს, კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია აქამდე არ გავრცელებულა.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
საზღვრები ვაქცინის შექმნამდე არ გაიხსნება: ჩრდილოეთ კორეა განცხადებას ავრცელებს

პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელშიც ოფიციალურად ასევე არ არის კორონავირუსი — ეს ტაჯიკეთია.

ზოგი მედიასაშუალება ტაჯიკეთს ერთ-ერთ ყველაზე დახურულ სახელმწიფოდ მიიჩნევს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის და წერს, რომ ქვეყანაში არ არის განვითარებული ტურიზმი, ცოტაა ავიარეისები, ხოლო სატრანზიტო მარშრუტები საერთოდ არ არსებობს. მათი აზრით, ინფორმაციის არარსებობა სწორედ ქვეყნის ჩაკეტილობით აიხსნება. 

COVID-19: ჩრდილოეთ კორეა დახმარებას ფარულად ითხოვს>>

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, უნდა ღინიშნოს, რომ ეს ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც თვითიზოლაციის რეჟიმი გამოაცხადა და სასწრაფოდ ჩაკეტა ისედაც არცთუ გამჭვირვალე საზღვრები ჯერ კიდევ თებერვალში. გარდა ამისა, ხელისუფლებამ მკაცრი საკარანტინო ზომები დააწესა ქვეყნის შიგნით.

ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 057 957 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 211 894 და განიკურნა 902 129 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0