თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2 მაისამდე არასტაბილური ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები და ელჭექი ქვეყნის ცალკეულ რაიონებში, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ჰაერის ტემპერატურა 28–29 აპრილს დაბლობში პლუს 15–20 გრადუსი იქნება, ხოლო 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში +29, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25 გრადუსამდე დათბება.
ქარია მოსალოდნელი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ღამით 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დღისით 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.
თბილისში 28 აპრილს პლუს 17–19 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 30 აპრილს ჰაერი 22 გრადუსამდე დათბება.