თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილ პოლიციელს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება - მას ბრალი ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ედება.

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა დააკავეს დავით ცინარიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, იუწყება ტელეარხი Imedi.

ახალგაზრდა ქალი - Sputnik საქართველო
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფონზე ოჯახური ძალადობის ფაქტები არ გაზრდილა

ტელეარხის ინფორმაციით, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 170-დან 200 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს დაითხოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0