Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

უსაფრთხოების სერტიფიკატი: ევროკავშირი COVID-პასპორტებზე ალაპარაკდა

CC0 / Pixabay / აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი და ტაბლო
აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი და ტაბლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, COVID-პასპორტის შექმნა ევროკავშირის ქვეყნების ტურიზმის მინისტრების ვირტუალურ კონფერენციაზე შეთანხმდა.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ტურისტული სფეროს აღსადგენად, რომელსაც კორონავირუსის პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა, ევროკავშირი შეიმუშავებს ერთიან დოკუმენტს პირობითი სახელწოდებით COVID-პასპორტი, რომელიც უსაფრთხოების სერტიფიკატის როლს შეასრულებს. 

კონტროლი საზღვარზე  - Sputnik საქართველო
მსოფლიო შესაძლოა ბიოლოგიურ პასპორტებზე გადავიდეს: რა იქნება ასახული დოკუმენტში

აღნიშნული იდეა, მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის ტურიზმის მინისტრ ჰარი კაპელის ეკუთვნის.

გავრცელებული ინფორმაციით, COVID-პასპორტის შექმნა ევროკავშირის ქვეყნების ტურიზმის მინისტრების ვირტუალურ კონფერენციაზე შეთანხმდა.

„მინისტრები თანახმა არიან, შეიქმნას საერთო დოკუმენტი პირობითი სახელწოდებით COVID-პასპორტი, რომელიც მთელი ევროკავშირის მასშტაბით იმუშავებს“, — განაცხადა კაპელიმ.

მისი თქმით, ახალი დოკუმენტი ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტით მოძრავ ტურისტებზე გაიცემა, იქნება ეს ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი თუ საზღვაო ხომალდი.

თავის მხრივ, ხორვატია მზადაა, მაისის ბოლოს ნაწილობრივ გახსნას საზღვარი ზოგი ქვეყნიდან ჩასული ტურისტებისთვის.

ხორვატიის პოზიციას მხარს უჭერენ ჩეხეთი, იტალია და ესპანეთი, რომელთა ეკონომიკებიც ძალიანაა დამოკიდებული ტურისტების რაოდენობაზე.

ევროპამ კორონავირუსული პანდემიის გამო საზღვრები 17 მარტს ჩაკეტა. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში შეზღუდვები ძალაში მაისის შუა რიცხვებამდე რჩება. ამასთან, მანამდე განიხილებოდა ტურიზმის სექტემბრამდე აკრძალვის საკითხი, თუ COVID-19-ის მეორე ტალღის საფრთხე გაჩნდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0