Beauty of Georgia: ვინ მიიღო აშშ-ის პრესტიჟულ სარეკლამო სკოლაში სწავლის სტიპენდია

© photo: Nika Gujejiani / FBნიკა გუჯეჯიანი
ნიკა გუჯეჯიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Miami Ad School - ესაა კომერციული ტექნიკური სკოლა, რომელიც სპეციალიზებულია არტ-მენეჯმენტზე, კოპირაიტინგზე, გრაფიკულ დიზაინსა და ფოტოგრაფიაზე.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ცნობილი გახდა იმ სტუდენტის ვინაობა, რომელმაც ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის კონკურსში გაიმარჯვა და აშშ-ის პრესტიჟულ სარეკლამო სკოლა Miami Ad School-ში სწავლას შეძლებს. 

ნიკა გუჯეჯიანი - Sputnik საქართველო
ახალგაზრდებმა შესაძლოა პრესტიჟული სარეკლამო სკოლის Miami Ad School სტიპენდია მიიღონ

ნიკა გუჯეჯიანი, რომლის სახელობისაცაა სტიპენდია, ამ სკოლის კურსდამთავრებული იყო. 2019 წლის მარტში პერსპექტიული 26 წლის ახალგაზრდა საავტომობილო ავარიაში დაიღუპა. სხვადასხვა წლებში გუჯეჯიანი იყო „საქართველოს ბანკის" კრეატიული დირექტორი, მუშაობდა გრაფიკულ დიზაინერად ცნობილ ევროპულ და ქართულ სარეკლამო კომპანიებში, როგორიცაა BBDO Berlin, Y&R Prague და JWT Metro.

სტიპენდიანტი ხატია არველაძე გახდა, სწორედ ის შეძლებს პრესტიჟულ სკოლაში სწავლას. ჟიურის წევრებმა სტიპენდიანტი 18 მონაწილეს შორის შეარჩიეს, რომლებსაც უნდა მოეფიქრებინათ იდეა თემაზე Beauty of Georgia ნებისმიერ ფორმატში.

Miami Ad School - ესაა კომერციული ტექნიკური სკოლა, რომელიც სპეციალიზებულია არტ-მენეჯმენტზე, კოპირაიტინგზე, გრაფიკულ დიზაინსა და ფოტოგრაფიაზე.

Miami Ad School-ის სტუდენტებს ასევე შეუძლიათ მიიღონ ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი რეკლამის სფეროში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმოებასა და საქმიან ადმინისტრირებაში. ასევე მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მასობრივი კომუნიკაციების სფეროში აშშ-ის, ესპანეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამების ფარგლებში.

თვითონ სკოლა მდებარეობს ვინვუდში (მაიამი, ფლორიდა), აქვს ფილიალები აშშ-ის სხვადასხვა ქალაქსა და ევროპის ქვეყნებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0