მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

BRICS: სანქციები ხელს უშლის COVID-19-თან კოლექტიურ ბრძოლას

© photo: SputnikBRICS–ის წევრი ქვეყნების დროშები
BRICS–ის წევრი ქვეყნების დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
BRICS-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელეს, თუ რა გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობებზე პანდემია.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. BRICS-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ ცალმხრივი სანქციები ხელს უშლის კორონავირუსთან კოლექტიურ ბრძოლას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 

გაეროს შტაბბინა - Sputnik საქართველო
„შევიდეს პრიორიტეტული ზომების პაკეტში“: ქვეყნების ჯგუფი გაეროს მიმართავს

„[კორონავირუსთან  ბრძოლის] ძალისხმევებს ხელს უშლის არალეგიტიმური ცალმხრივი იძულებითი ზომები, ე.წ. სანქციები, რომლებსაც გაეროსა და უშიშროების საბჭოს წესდების გვერდის ავლით აწესებენ საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ“, — აღნიშნა ლავროვმა ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, BRICS-ის წევრი ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) პრიორიტეტული ამოცანა — კორონავირუსულ ინფექცია COVID-19-თან გამკლავების აუცილებლობაა.

„დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ განვიხილავთ კრიზისის გავლენას საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაზე, როდესაც სიმტკიცეზე გამოცდას გადიან როგორც გლობალური და პოლიტიკური წყობები, ისე საერთაშორისო ინსტიტუტები და თავად ეროვნული სახელმწიფოებიც... დღეს პრიორიტეტული ამოცანა — COVID-19-თან გამკლავებაა. საუბარია ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაზე“, — დაამატა ლავროვმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ BRICS-ის ყველა ქვეყანა აღიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  უმნიშვნელოვანეს როლს კორონავირუსთან ბრძოლაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0