Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვარშავიდან ბათუმში საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა

© photo: Adjarian page / FBბათუმის აეროპორტში
ბათუმის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეცრეისი პოლონეთიდან უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში განხორციელდა.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთიდან სპეციალური ავიარეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველომ 20 მარტიდან ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას.

Georgian Airlines–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
მორიგი სპეცრეისი: საქართველოს მოქალაქეები პოლონეთიდან დაბრუნდებიან

პოლონეთის დედაქალაქიდან სპეცრეისი ბათუმში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში განხორციელდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სპეცრეისის მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება. შემდეგ კი ისინი ავტობუსებით სასტუმრო „ეიფორიაში“ გახსნილ კარანტინის ზონაში გადაიყვანეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კარანტინის სივრცე საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს. ამჟამად კარანტინში 4932 ადამიანი იმყოფება.

უწყების ცნობით, საკარანტინო სივრცეებში არსებული  პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტრო: უცხოეთიდან სამშობლოში 8 ათასამდე თანამემამულე დაბრუნდა

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინირებულად, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.

მომდევნო რეისების განრიგი:

30 აპრილი – მადრიდი–თბილისი

2 მაისი – პრაღა–თბილისი

5 მაისი – ათენი–თბილისი

7 მაისი – ამსტერდამი–თბილისი

9 მაისი – ბერლინი–თბილისი

რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს.

თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

ყველა ახალი ამბავი
0