პოპულარული და მიმზიდველი ქრისტინე იმედაძე მრავალფეროვანი პროფესიებით გამოირჩევა. ჯერ ყოფილმა ბალერინამ მომღერლობა ისურვა, შემდეგ ტელეეკრანებზე გადაინაცვლა, ახლა კი დიზაინერობას წარმატებით მოჰკიდა ხელი. საკუთარი ძალებით დიზაინერული სახლი „სამი“ დააფუძნა და ქალბატონებს გემოვნებიან ტანისამოსს უქმნის. ცნობილი ქართველი მსახიობის სილამაზე და ტანწერწეტობა გენეტიკამაც განსაზღვრა. მოგეხსენებათ, მომღერალი ცნობილი ქართველი მსახიობისა და ტელეწამყვანის ია ფარულავას ძმისშვილია. მომღერალი და ტელეწამყვანი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის პირად ცხოვრებას ადამიანები ინტენსიურად განიხილავენ. იმედაძე რამდენიმე სკანდალით არის ცნობილი, მის გათხოვებასა და დაშორებაზე დღემდე საუბრობენ.
სახლში დარჩენილი ქრისტინე სოციალურ ქსელსა და ლაივებში უამრავ სასარგებლო პოსტს აზიარებს. მის Instagram-ზე ჩასაფრებული ქალბატონები თავის მოვლის ახალ პროცედურებს ელოდებიან. ქრისტინე, თავის მხრივ, საკუთარ გამოცდილებას „ფოლოვერებს“ უზიარებს. ამჯერად მომღერალმა პოზიტიური სურათი „სთორიზე“ გამოაქვეყნა. ქრისტინე იმედაძის წარმოდგენით, ასეთი ზაფხული გველის წინ - ფეხზე სამედიცინო ხელთათმანებითა და სრული აღჭურვილობით.
იმედაძის კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და ქრისტინე ჯერ კიდევ თინეიჯერები იყვნენ. მისი პირადი ცხოვრება რამდენჯერმე გახდა განხილვის საგანი, ხშირად სხვადასხვა სიმპათიურ ფეხბურთელთან აწყვილებდნენ, თუმცა ოფიციალურად ქრისტინე მხოლოდ ერთხელ იყო გათხოვილი. მისი რჩეული ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო. ცნობილია, რომ 39 წლის სპორტმენმა კარიერის საუკეთესო წლები უკრაინის საფეხბურთო კლუბ „მეტალისტს“ დაუკავშირა. ბოლო პერიოდის მანძილზე ქრისტინე იმედაძე პირად ცხოვრებას საჯაროდ აღარ განიხილავს.