პოპულარული ტელესახე სოციალურ ქსელში უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს. ის და მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციის პერიოდში გასართობად სხვადასხვა თამაშს მიმართავენ. ლელას ქმარმა თამაში წააგო, წაგებულს კი ჯამბაზის ვიზუალი ერგო. ასე გამოიყურება მშვენიერი მსახიობის მეუღლე. „აღარ შემიძლია, გარეთ გამიშვით“, - გულამოსკვნით იხვეწება მსახიობის ქმარი.
ლელა მებურიშვილი ნიჭითა და სილამაზით გამოირჩევა. გემოვნებიანმა მსახიობმა დაოჯახების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა. მეუღლესთან ერთად ვარსკვლავების თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდება, მაგრამ მასთან ფოტოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებს. დახვეწილი მსახიობი სკანდალური განცხადებებისგან თავს იკავებს და ეპატაჟური ქცევებითაც არ გამოირჩევა. თუმცა კორონავირუსმა მათი ოჯახის რეალობაც შეცვალა. მისი მეუღლე ბაჩო საგანელიძეც გააქტიურდა სოციალურ ქსელში.