27 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 27 აპრილს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 აპრილი – 1 მაისი

21 აპრილი – 1 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას პლანეტა მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს არაორდინარული აზროვნებითა და მაღალი კლასის ორგანიზატორული უნარებით აჯილდოებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 24, 30, 33, 39, 45, 51, 57.

© Sputnik / Maria Tsimintiaკურო
27 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
კურო

ამ ადამიანთა სიმბოლოა გეორგინა.

ამ პერიოდში დაბადებულებს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება უყვართ, დაუფიქრებლად მოქმედება სჩვევიათ. მათ თითოეულ საკითხზე კარგად დაფიქრება, შემდგომი ნაბიჯების გათვლა, ყოველის სიტყვის აწონ–დაწონა მართებთ. ამის შედეგად მათი ცხოვრება სიხარულითა და ბედნიერებით იქნება აღსავსე.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

27 აპრილს დაბადებულები

27 აპრილს ნებისყოფიანი, მეომრის უშიშარი ხასიათის მქონე ადამიანები იბადებიან. ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ საკუთარი თვალსაზრისი, რომელსაც ნებისმიერ ვითარებაში დაიცავენ. აქვთ მტკიცე ხასიათი, მათი მართვა რთულია. ამ ადამიანების გვერდით მუდამ ბევრი მეგობარია, საქმე კარგად და ხშირად იოლადაც გამოსდით, ამიტომ, შესაძლოა, ბევრი მოშურნე და მტერიც გაუჩნდეთ.

27 აპრილს დაბადებულებს უყვართ კულისებსმიღმა თამაშები, ისინი უხილავ ფრონტზე იბრძვიან. არ მოსწონთ ლიდერის პოზიციები, ურჩევნიათ, ფარულად იმოქმედონ; ასევე არ აქტიურობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ადამიანებთან ურთიერთობები აქვთ, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.

განსაზღვრეთ თქვენი ბინის ციფრი და გაიგეთ, როგორ მოქმედებს ის სახლის ატმოსფეროზე>>

ამ დღეს დაბადებულებს დიდი ინტელექტუალური ენერგიული მუხტი გააჩნიათ. მათში ყველაფერი, იმიჯიც კი ფარულ აზრს ატარებს. უყვართ მარტოობა, მაგრამ მარტოობის შეგრძნება არასდროს აქვთ. ამ ადამიანებმა უნდა დაინახონ, რა სარგებლობა მოიტანა მათმა შრომამ, ყოველთვის იციან, როდის და სად გააკეთეს კარგად და სად ხარვეზებით, ამიტომ სხვისი კრიტიკა და ხელმძღვანელობა არ სჭირდებათ; თავად შეუძლიათ იყვნენ თვითკრიტიკულნი.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ამ დღეს დაბადებულები შესანიშნავი მეოჯახეები არიან. თუმცა, ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ მათთვის ხანდახან აუცილებელია განმარტოება და პირადი სივრცე.

27 აპრილს დაბადებულები უმეტესად თავს წარმოაჩენენ, როგორც ნამდვილი პროფესიონალები, სპეციალისტები. მათ იციან საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ფასი. ამ ადამიანებს სჭირდებათ პოზიტიური და ემოციური მეგობრები, რომლებიც მის ენერგიით დამუხტვას შეძლებენ. მათთვის აუცილებელია გულწრფელი სიცილი და უზრუნველი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, მხიარული კამპანია, რომელიც მათზე დადებითად იმოქმედებს.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

ამ დღეს დაბადებულებს, ზოგადად, კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ისინი, უბრალოდ, არ უნდა ჩავარდნენ დეპრესიაში, არ უნდა გაივსონ ნეგატივით, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძვლებთან და კბილებთან დაკავშირებული პრობლემები უჩნდებათ. რა თქმა უნდა, ყველასთვის და განსაკუთრებით ამ დღეს დაბადებულებისთვის საუკეთესო წამალია სიცილი. ისინი კარგი კულინარები არიან, მაგრამ არ ჭამენ ზედმეტს და წონასაც კარგად ინარჩუნებენ.

რჩევა:

ნუ შეუშინდებით გარშემომყოფებს, გააფართოეთ კონტაქტების წრე და უფრთხილდით მარტოობას. ნუ მოახვევთ სხვებს თავს საკუთარ აზრებსა და ფასეულობებს.

ყველა ახალი ამბავი
0