Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ზალკალიანი სამხრეთ კორეას კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

© REUTERS / UPMC / Handoutტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხრეთკორეული კომპანია SD Biosensor, Inc საქართველოში უმაღლესი ხარისხის PCR-ტესტებს შემოიტანს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის საკუთარ გვერდზე სამხრეთ კორეას პანდემიასთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

კორონავირუსის ტესტი - Sputnik საქართველო
საქართველომ 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ ტესტი მიიღო

„მადლობას ვუხდი სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს კან გიონ ხვას საქართველოსთვის აღმოჩენილი დროული დახმარებისთვის, რომლის მიზანიც ეპიდემიის გავრცელების გლუვი მრუდის შენარჩუნებაა“, – დაწერა ზალკალიანმა.

მისი თქმით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზე იქცა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სანიმუშო მაგალითად.

რაც შეეხება საქართველოს დახმარებას, აპრილის ბოლოს სამხრეთკორეული კომპანია SD Biosensor, Inc. ქვეყანაში ტესტების პარტიას შემოიტანს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის დავალებით უცხოეთში ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები პარტნიორებთან აქტიურ მუშაობას ეწევიან ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ტესტების, სამედიცინო პროდუქციის, ნედლეულის, აპარატურისა და დამცავი საშუალებების შემოტანის შესაძლებლობების მოძიების მიზნით.

საქართველომ სამხრეთ კორეიდან 20 ათასი უმაღლესი ხარისხის PCR-ტესტი უკვე მიიღო.

საქართველოს საელჩომ სეულში ერთ-ერთ კორეულ კომპანიასთან დამატებითი მოლაპარაკებები გამართა, რის შედეგადაც მოხერხდა დამატებით 50 ათასი PCR-ტესტის შეძენა. ტესტები ქვეყანაში მაისის დასაწყისში ჩამოვა. 

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
საქართველოში დღეიდან შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო

„მინდა მადლობა გადავუხადო კორეის მთავრობას ტესტების შესყიდვასა და მოწოდებაში თანამშრომლობისთვის. მომავალი კვირის დასაწყისში ჩვენ ასევე ველოდებით უმაღლესი ხარისხის ტესტებს გერმანიიდან, ჩინეთიდან და პოლონეთიდან. საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს აშშ-ში, იაპონიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ტესტების დამატებითი მარაგის მოძიებისთვის“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით 10,7 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილია 243.

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 496-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 149. გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. კორონავირუსის დიაგნოზით თურქეთიდან და სომხეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს. კარანტინში იმყოფება 4 932 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 568 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა. მოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0